“ქვეყანა ვერ იქნება ღვინის, ბორჯომის და წიწმატის მძევალი… ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს” – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყანა ვერ იქნება ღვინის, ბორჯომის და წიწმატის მძევალი. ბიზნესმაც უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას. საკუთარი რისკები თავად უნდა დააზღვიოს.
ხელისუფლებას მხოლოდ უბარიერო ვაჭრობის რეჟიმის შექმნა, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესება და მისი რეიტინგის ზრდა შეუძლია, დანარჩენი ბიზნესის გასაკეთებელია.
რუსულ ბაზარზე შეღწევა იაფი და არასაიმედოა, არაპოლიტიზირებული, ”არატრადიციული” ბაზრები კი ძვირი და სტაბილური.
როცა სარისკო ბაზრისთვის ქმნი პროდუქციას, ამით სხვა პროდუქციის შესაქმნელ რესურსებს იყენებ არარაციონალურად.