“ქოცებო, ორშაბათს თქვენი თანაპარტიელის იმხელა სექსუალური ძალადობა უნდა დაგიდოთ, ხაჭაპური სანატრელი გექნებათ” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
ვუყურებ ამ ოცნებას და გამკვირვებია, საკუთარი პოლიტიკოსების სექსიზმებზე სიტყვას ვერ დააძრევინებ, ხაზარაძის ხაჭაპურზე კი ტანსაცმელი შემოიხიეს. დღეს რ2-მა ისიც კი მკითხა, აქციას ხომ არ აპირებთო?! 😳
ქოცებო, ორშაბათს თქვენი თანაპარტიელის იმხელა სექსუალური ძალადობა უნდა დაგიდოთ, ხაჭაპური სანატრელი გექნებათ, და ცოტა ძალები შემოინახეთ.