ქუთაისში პატრულის რაციიდან მოსმენილი სახალისო ფრაზები – “ბეემვე მაი რემენი რექსონა კი არაა იღლიაში რო გაქ ამოდებული”

მოქალაქე ბექა ჭანკვეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქუთაისში პატრულის რაციიდან მოსმენილი ფრაზები 🎈🚀💥😄😄
“მერსედესი, ვის იცნობ კი მარა ამნაირს პროწივზე რო მოდიხარ.”
“ოპელი რანაირად მოძრაობ, არ მცალია ეხლა თორემ კაი ჯარიმას გამოგიწერდი”
“დისტრიბუციის მანქანა იდგა ძაან უშნოდ და პატრულმა სრულიად აუღელვებლად მიაძახა “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”
“დგას ოპელი შუქნიშანთან, ორჯერ მოასწრო უკვე მწვანემ ანთება, ეს ისევ დგას, გაბრაზდა პატრული – რაია ოპელი, შენი მოსაწონი ფერი ვერ ეინთო აქანე?”
“ბეემვე მაი რემენი რექსონა კი არაა იღლიაში რო გაქ ამოდებული.”