“ქურდბაცაცების და წვრილმანი მპარავების ქვეყანად ვიქეცით… ქრთამები მთელი 40% გაიზარდა …” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქურდბაცაცების და წვრილმანი მპარავების ქვეყანად ვიქეცით. გვქონდა ამის პოტენციალი და ისეთი ნოყიერი ნიადაგია შექმნილი, რომ ქრთამები მთელი 40% გაიზარდა კვლევების მიხედვით. “ოცნებამ” ჩვენი ყველაზე მდაბალი მხარე ააღორიძნა და ბიუჯეტის ქურდებად გვაქცია ნახევარი ერი… და ისევ ოცნებას ავირჩევთ, რომ ისევ 2 ლარი მოვიპაროთ.
ვიღაც რუსთაველზე მდგომელა ახალგაზრდებს რომ უნდათ ევროპა და დემოკრატია, ეგ არ უნდათ დანარჩენებს – დანარჩენებს უნდათ პარვა. ამაშია საქმე…