“ქურდი ვერასოდეს იქნება ეკლესიის წევრი… ქურდული გაგების საზღაური აუცილებლად არის ტანჯვა, გლოვა და სიკვდილი” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ქურდული მენტალიტეტის” შესახებ წერს.
პოსტს უცვლელად გტავაზობთ.
“უბედურია ხალხი და განსაკუთრებით უბედურია ის ახალგაზრდობა, რომლიც ქურდებს და კრიმინალებს მიიჩნევს მისაბაძად და ავტორიტეტად. ქურდი არასოდეს იქნება ავტორიტეტი და ქურდი ვერასოდეს იქნება ეკლესიის წევრი. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამიტომაა უსაზღვრო სიმახინჯე ცნებები: ”ქურდის ნათლული”, ”ქურდის ნათლია” და ა.შ. რა კავშირი აქვს ქურდულ გაგებას ქრისტეს მოძღვრებასთან? წმინდა წერილის მიხედვით ”ცოდვის საზღაური არის სიკვდილი” (რომ. 6,23) და ქურდული გაგების საზღაურიც აუცილებლად არის ტანჯვა, გლოვა და სიკვდილი. რა სიბრმავე დაგემართათ ასეთი, რომ სიკვდილს და უბედურებას ეტრფით და გაგიხდიათ მისაბაძად და ავტორიტეტად?” – წერს თამაზ ლომიძე.