“ქუჩა-ქუჩა დავდივარ ბათუმში და ვცდილობთ გაზი არ ჩავაჭრევინოთ სოკარს, რამდენიმე ოჯახი გადავარჩინეთ… 75 ოჯახში ჩაჭრეს” – ირაკლი კუპრაძე

პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან ხელისულებასა და კომპანია სოკარის ხელმძღვანელებს მოუწოდა , მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი რთული სიტუაციაა, არ ჩაუჭრან მოქალაქეებს გაზი გადაუხდელობის გამო.
“ქუჩა-ქუჩა დავდივარ ბათუმში და ვცდილობთ გაზი არ ჩავაჭრევინოთ სოკარს. რამდენიმე ოჯახი გადავარჩინეთ, თუმცა დროებით როგორც ჩანს. კომპანია ამბობს, რომ ვინც საფასურს ვერ გადაიხდის ავტომატურად ჩაჭრიან. არ გააჩნიათ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა. ძირითადად ეს ის ოჯახებია, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული (მძღოლები, გარემოვაჭრეები და ა.შ)სოკარის წარმომადგენელი მეუბნება, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და სახელმწიფოსგან არანაირი დირექტივა არ მიუღიათ. მხოლოდ დღეს, ყველაზე მცირე 75 ოჯახი ჩაჭრეს ბათუმში, როგორც გავიგე. ამოიღეთ ხმა და გაეცით ბრძანება არ ჩაჭრან არცერთი მოსახლე! “- წერს ირაკლი კუპრაძე.