“ქუჩურად რომ ვთქვათ, ქოცობა ტეხავს”-რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საქართველოში ხელისუფლებები მაშინ იცვლებოდა, როცა მისი მხარდაჭერა ცუდი ტონის ნიშანი ხდებოდა. ახლაც ეს დრო გვიდგას. ქუჩურად რომ ვთქვათ, ქოცობა ტეხავს. სწორედ ამის გამო გახდა ”ოცნებიდან” წამოსული ერთ-ერთი ლიდერის სიტყვები ასე პოპულარული და ასე სიმბოლური: რაც უმრავლესობა დავტოვე, მეზობლები უფრო თბილად მესალმებიანო.
ბევრს ელის ეს სიამოვნება წინ😊