“ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა… არც ექთანი, არც პოლიციელი არავინაა” – კარანტინში მოთავსებული პაციენტები დახმარებას ითხოვენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხელთ მაქვს დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი დახმარებას ითხოვს.
დავწერ მის რამდენიმე ფრაზას:
– მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს
– არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის…
– ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ
– ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა
– გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ
– არავინ გამოჩენილა. ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერვის ველაპარაკებით
– მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი
– პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო
– ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსოდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)” – წერს რუსუდან ცირეკიძე.