“ღია წერილი შ.პ.ს ღრუზიის აღმ. დირექტორს ბიძინა ივანიშვილს… ” – ნინუკა ბორჩხაძე

მოქალაქე ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ღია წერილი-რეკომენდაცია
შ.პ.ს ღრუზიის აღმ. დირექტორს, ღრ.კპცკ ღენ.მდივნის მივალეობის შემსრულებელს, ბატონ ბიძინი ივანაშვილსბატონьი ბიძინი,
მოგახსნებთ, რომ
ა.წ 20 ივნისს, თქვენ დაუშვით იმაზე დიდი შეცდომა, ვიდრე 2012 წელს (იმხანად ჯერ კიდევ) , საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისას.
ა.წ 20 ივნისს თქვენ გადაავსეთ ამჟამინდელი ღრუზიის, ხოლო უახლოეს წარსულში საქართველოს მოქალაქეთა თავისუფლების მოყვარული ნაწილის მოთმინების ფიალა; ამ ფიალიდან დაიღვრება შემდეგი: საქართველოს ( ამჟამინდელი ღრუზიის) თავისუფალი მოქალაქეები არ შეუშინდებიან-რა პოლიტიკურ დევნას ე.წ სამართლებრივი სარჩულით, – ჩასხდებიან ციხეებში, შეწირავენ ჯანმრთელობას ან შეაკლავენ თავს თქვენს მიერ დაგეშილ მანქურთებს ( სთხოვეთ ეკას, დაგუგლოს სიტყვა “მანქურთის” მნიშვნელობა), გაუძლებენ ყოველგვარ ზეწოლას, დაშინებას, ძალადობას, მოსყიდვის ცდუნებასაც კი; საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები საბოლოოდ, თქვენს ხელთ არსებული უკონტროლო და აბსოლუტური ძალაუფლების მიუხედავად, მაინც გაერთიანდებიან თქვენი აღვირახსნილობის, პათოლოგიური და მანიაკალური პარანოიის წინააღმდეგ; გაერთიანდებიან და გაგაძევენ პოლიტიკური ველიდან, თუმცა, ამას არ გაკმარებენ, თქვენ, გაგასამართლებთ ახალი, თავისუფალი, ევროპელი და ამერიკელი მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო; თქვენ გადაიხდით უკანასკნელ ცენტამდე, ბიტკოინამდე, ტუგრიკამდეც კი, იმას, რაც ამ 7 წლის და იმ 9 წლის მანძილზე წაგლიჯეთ ქვეყანას; თქვენ ასევე გადაიხდით იმ ზარალის სრულ საფასურს, რაც ქვეყანას ამ 7 წლის მანძილზე მიადგა და ვერ მოასწრებთ თავშესაფრის მოთხოვნას ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, რადგან ამის საშუალებას არ მოგცემთ ხალხი, რომლის წინაპარი არაერთ ძლევამოსილ და დაუნდობელ მტერს გამკლავებია და რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს ცივილიზებული, მაღალი მოქალაქეობრივი კულტურისა და შეგნების მქონე ხალხისთვის დამახასიათებელი ქცევის წესებით; ხალხი, რომელიც ჯერჯერობით ისე რეაგირებს, როგორც თანამედროვე, განვითარებული და პროგრესული ცივილიზაციების წარმომადგენელ ხალხს შეშვენის და არა ისე, როგორც ამას თქვენ და თქვენი კაცის მკვლელთა, ყაჩაღთა, ქურდთა და ავაზაკთა ბანდა იმსახურებს.ბატონьი ბიძინი, თქვენ შესაძლოა, შეეცადოთ, გაუვრცელოთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ას ადამიანს, ათასს, ორი ათასს, მაგრამ ვერ გაუვრცელებთ ყველას, რადგან არ ფლობთ ამხელა მასალას;
შესაძლოა, თქვენი უზნეო, გადაგვარებული, ზნედაცემული მონების ხელით თავს ლაფი ასხათ ას, ორას, ოთხას ან ათას კაცს, მაგრამ ვერ გაწვდებით ყველას, არც ამხელა რესურსი გაქვთ და კატის ექსკრემენტსაც მეტი ფასი აქვს, ვიდრე მაგ თქვენი ტროლ-ფაბრიკების მუშათა ბოდვას;
თქვენ შესაძლოა, დაიჭიროთ ათი, ასი, ათასი ან სამი ათასი, იყოს ხუთი ათასი ადამიანი, მაგრამ თქვენ ვერ დაიჭერთ მილიონს.
თქვენ შესაძლოა, მოკლათ ათი ან ასი კაცი, მაგრამ ვერ მოკლავთ ათასს.
თქვენ შესაძლოა, დათხაროთ თვალი ათეულებს, მაგრამ ვერ დათხრით ყველას ( თან, ცალი თვალითაც დაგინახავთ, როგორც არაერთხელ გვითქვამს, უკვე);
თქვენ შესაძლოა, იძალადოთ და ივაჭროთ შვილებით, დედებით, ახლობელი ადამიანებით, მაგრამ ვერ ივაჭრებთ მილიონი ან თუნდაც, ნახევარი მილიონის შვილით, რადგან თქვენც გყავთ შვილები და ჩვენი თუ არა, ჩვენი მეგობრების შვილები გაგებინებენ პასუხს ( რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთზე, პარტნიორებზე, ჯაველინებზე, პომპეოებზე, სახ.დეპზე და ა.შ);
თქვენ შესაძლოა, იყიდოთ მავანი, მაგრამ ვერ იყიდით ყველას ( ფული არ გეყოფათ 😈) ;
თქვენ შესაძლოა, გამორთოთ ტელევიზია, მაგრამ ვერ გამორთავთ ინტერნეტს;
თუკი თქვენი ფანტაზია ინტერნეტის გამორთვასაც შეწვდა, ვერ გამორთავთ მეზობლობას, ნათესაობას, მეგობრობას, ნაცნობობას, ვერ ჩამოართმევთ ყველა მანქანის მფლობელს მანქანას, ვერ დაბლოკავთ ყველა გზას, მეზობლებისკენ, ნათესავებისკენ, მეგობრებისკენ და ნაცნობებისკენ მიმავალს
დაბოლოს, ვერ მიწვდებით ასობით ათას ემიგრანტს, რომელთა უმრავლესობასაც ჰყავს მეზობელი, ნათესავი, მეგობარი და ახლობელი საქართველოში.ჰოდა, ბატონьი ბიძინი, თქვენი ნებით მოეგეთ გონს, სანამ წისქვილის ქვა, რომელსაც ამ ქვეყნის მოსახლეობის თავს უკვე 7 წელია, ატრიალებთ, გაუჩერებლად არ დაბზრიალებულა თქვენს თავს.
ჩვენ ვერ დაგვამარცხებთ, ბატონьი ბიძინი, თქვენნაირი ცახესები მოუნელებია და გადაუყრია ისტორიის ნაგვის ბუნკერში კაცობრიობას…