“თუ ვინმეს გაწუხებთ ჩემი ბოლოდროინდელი აქტივობები, დალიეთ ცივი წყალი და მზად ვარ ლუსტრაცია დაიწყოს პირადად ჩემით !” – ირაკლი ღლონტი

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
2012 წლიდან რომ დავიწყე კრიტიკა და ოპოზიციონერობა, მე ამ გადაწყვეტილებით უარი ვთქვი ბევრ რამეზე და პასუხისმგებლობა ავიღე საზოგადოების წინაშე !
დღესაც მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ ნაბიჯს და არ ვაპირებ კეკლუცს, ყველას დაგისვამთ კითხვებს და გაგხდით იძულებულს გამცეთ პასუხი, პირველ რიგში კი ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში.
2020 წელს უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილება და თუკი შევნიშნავ, რომ ვინმე ამ საჭიროებას დაუპირისპირდება რაიმე გზით, უმწვავესად დავუპირისპირდები მას, ვინც არ უნდა იყოს იგი ჩემთვის სულერთია !
ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული, გუნდური, მაგრამ ეს პრინციპი არ ნიშნავს ბრბოს ფორმირებას. ყველა ლიდერი უნდა იყოს ავტორიტეტული, მაქსიმალურად სუფთა და მისაღები ქართველი ხალხისთვის და თუ ვინმეს გაწუხებთ ჩემი ბოლოდროინდელი აქტივობები, დალიეთ ცივი წყალი და მზად ვარ ლუსტრაცია დაიწყოს პირადად ჩემით !
დროა კანონით, სამართლით, მეტი სიმართლით და მეტი პროფესიონალიზმით წარვსდგეთ მოსახლეობის წინაშე.