ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე აღდგომის სახელობის უძველესი ეკლესია ინგრევა

მამა ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ყაზბეგში აღდგომის სახელობის ეკლესია ინგრევა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე აღდგომის სახელობის უძველესი ეკლესია ინგრევა. ეკლესია მამაწმინდის ეკლესიის სახელით არის ცნობილი. ეკლესია მეცხრე-მეათე საუკუნეშია აშენებული.
2010 წლის ნოემბერში აღდგომის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ სტატუსმა ეკლესიის მდგომარეობა ვერ შეცვალა. ის დანგრევის პირასაა.
სოფელ ტყარშეტში კიდევ ორი ძველი ეკლესიაა, ერთი წმინდა გიორგის, ხოლო მეორე წმინდა კვირიაკესი.
ისინიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.



