“ყელში ამოვიდა. საკუთარი თავი მეზიზღება უკვე, ნეკროლოგის მაცნეებად ვიქეცით …” – ირაკლი კუპრაძე

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
ყელში ამოვიდა. საკუთარი თავი მეზიზღება უკვე, ნეკროლოგის მაცნეებად ვიქეცით ის აქტივისტები, ვისაც ამ მდგომარეობაზე გული შეგვტკივა.
აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, ოდესმე უნდა შევძლოთ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება, კომფორტის ზონებიდან, აუდიტორიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კაბინეტებიდან, სახლიდან გამოსვლა. ოდესმე უნდა შევწყვიტოთ გასხივოსნების, არარსებული ნათელი მომავლის მოლოდინი და უმოქმედობა.