“ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მინდა, რომ მთელმა სევდამ, დარდმა, ბრაზმა ამოხეთქოს, ავფეთქდე … ღმერთო, ძალა მომეცი” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვაგდივარ ჩემი სახლის კუთხეში, მელიქიშვილის გამზირზე მოგრიალე მანქანების ხმაური ნერვებს მიშლის, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მინდა, რომ მთელმა სევდამ, დარდმა, ბრაზმა ამოხეთქოს, ავფეთქდე …
მაგრამ თან ბედნიერი ვარ!!! რა უცნაურია ეს ცხოვრება, ერთდროულად ბევრნაირად რომ შეგიძლია ადამიანს ყოფნა. კი მეუბნება ერთი უჭკვიანესი ადამიანი, რომ ერთდროულად რამდენიმენაირად ყოფნა შესაძლებელიაო, მაგრამ ასე მძაფრად პირველად შევიგრძენი.
რატომ ვარ ბედნიერი?
თავი სანდრო ჟორჟოლიანის პერსონაჟი მგონია ფილმიდან “მანანა”. “რადიოლა” დაგვჭირდა და სამი მხრიდან მოგვაწოდეს, ელვის უსწრაფესად, თანაგანცდით, ზრუნვით …❤❤❤
ღმერთო, ძალა მომეცი, რომ ხვალ, ზეგ სათანადოდ გამოვხატო მადლიერება.