“ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს ბიუჯეტითაც ჩაგრავენ…თვე არ გავა, მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ადამიანებმა ვინმე არ მოკლან”

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
2017 წელს სუსის ბიუჯეტი იყო 120 მილინი ლარი, 2019 წელს გახდა 136 მილიონი, 16 მილიონი ლარით მეტი. მხოლოდ ეს ნამატი არის იმდენი, რამდენიც ჰქონდა ფსიქიატრიის მთელ დარგს თავისი კლინიკებით და პოლიკლინიკებით წლების განმავლობაში. მხოლოდ შარშან გახდა 20 მილიონი ლარი.
როცა ძალოვნების დაფინანსებაზე მიდგება საქმე, მთავრობა უპრობლემოდ უმატებს რამდენსაც მოითხოვენ, მაშინ როცა ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს ბიუჯეტითაც ჩაგრავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თვე არ გავა, მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ადამიანებმა ვინმე არ მოკლან ან საკუთარ თავს არ მიაყენონ ზიანი.
სუსის ბიუჯეტის დიდი ნაწილი კი პოლიტიკური ოპოზიციის დევნისა და ”ოცნების” საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად იხარჯება.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
რატომ უნდა ვიყოთ ხშირად ზღვის სანაპიროზე – ნეიროფსიქოლოგების რეკომენდაცია
