“ყველაფერი კარგად არის!…” – ტრამპის პირველი განცხადება ირანის მიერ ამერიკის ბაზების დაბომბვის შემდეგ

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ“ – დონალდ ტრამპი