“ყველაფერს აქვს დასასრული. თავისუფლებისთვის მარიტა გირჩის მერეც გააგრძელებს ბრძოლას” – მარიტა რატიანმა “გირჩი” დატოვა

“გირჩის” ყოფილი წევრი მარიტა რატიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გირჩის დამფუძნებელთა პირველ შეკრებაზე რომ მივედი, ოფისში სკამებიც არ გვქონდა, იატაკზე ვისხედით. მოკლე კაბა მეცვა, კიდევ კარგი ფრიალა
😀 მას მერე ოთხმა შესანიშნავმა წელიწადმა გაიარა, ბევრი ქარტეხილი გადავიტანეთ ერთად გირჩმა და მარიტამ, უგირჩო არჩევნები, გირჩიანი არჩევნები, მოგებული პროცესები, ადამიანების შეცვლილ აზროვნებაზე დაკვირვებები, ოფისების ცვლები, გეგმები და მათი ხან შესრულებები, ხან კი ვერა, უამრავი ახალი და საინტერესო ადამიანი ჩვენს ცხოვრებებში, უამრავი ისეთი ამბავი, შვილიშვილებს რომ მოუყვება ადამიანი.
მაგრამ…
ყველაფერს აქვს დასაწყისი და მოგეხსენებათ, დასასრულიც.
თავისუფლებისთვის მარიტა გირჩამდეც იბრძოდა და გირჩის მერეც გააგრძელებს ბრძოლას, თავისუფლებისთვის და თავისუფლების მტრებთან.
პ.ს. ვეძებ ახალ სამსახურს. მიმუშავია სოცმედიად, ბუღალტრად, გაყიდვების მენეჯერად, რედაქტორად, მთარგმნელად, მასწავლებლად, მარკეტოლოგად, ლექტორად, ივენთების ორგანიზატორად, გირჩის დედად და ა.შ.
წინადადებები is welcome.