” ყველაფერ სხვა მძიმე დასკვნასთან ერთად, თავად ლიდერის შეურაცხყოფაც მგონია” – გვარამია გუშინდელ ვანოს შოუზე

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს:
ვანო ჯავახიშვილის შოუში სააკაშვილზე ხუმრობაზე ასეთი დემარში მისი მომხრეების გარკვეული ჯგუფის მიერ, ყველაფერ სხვა მძიმე დასკვნასთან ერთად, თავად ლიდერის შეურაცხყოფაც მგონია.
ლიდერის, რომელსაც თავად ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
ლიდერის, რომელსაც ერის მამობა და ბელადობა კი არა, ერთხელ უკვე წარმატებით დაწყებული, დემოკრატიული და მდიდარი საქართველოს შენების გაგრძელება სურს.