“ყველა ჯანსაღი პროტესტი უფრო მეტად უნდა გამოავლინო და ყველა ხელოვნური ჯებირი აუღელვებლად დაამსხვრიო” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გარედან ნუ ეძებ სიმშვიდეს. ის შიგნით თუ არ გაქვს, ყველა მოჩვენებითი სიმშვიდე დამანგრეველია. ნურც იმას ელოდები, ვინ როდის მოგიტანს… შენში უნდა აღმოაჩინო ძალები, რომელიც ყველა ხმაურიანი სიცარიელის ატანას დაგაძლევინებს. არაფერს აქვს ფასი სულის ფსკერზე გაწოლილი სიმშვიდის გარდა… ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების უაზრო დინებას მშვიდად მიყვე… პირიქით, ყველა ჯანსაღი პროტესტი უფრო მეტად უნდა გამოავლინო და ყველა ხელოვნური ჯებირი თუ დაბრკოლება მშვიდად, აუღელვებლად დაამსხვრიო. ხშირად ყველაზე დიდი წინაღობა ადამიანების დრომოჭმული აზროვნებაა. სწორედ მათი აზროვნების ნგრევიდან უნდა დაიწყო სინათლის და სხივების გამრავლება… მერე დადგება ნამდვილი განთიადი!..