“ყოველი დღის გათენების მეშინია… საკუთარი შვილის თვალებში შეხედვის მრცხვენია, იოანეს უსირცხვილოდ ვატყუებდი…” – ნუგზარ სულაშვილი

ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
” სანამ პატარა იყო, საკუთარ სამშობლოზე იმდენ საგმირო ამბებს ვუყვებოდი, საქართველო მიწიერი სამოთხე ეგონა…
ახლა დიდი ბიჭია და ინფორმაციებს დამოუკიდებლად იძიებს…
მე კი, ყოველი დღის გათენების მეშინია და მრცხვენია…
რატომ?
იმიტომ, რომ იოანეს უსირცხვილოდ ვატყუებდი…
ვატყუებდი და მასაც გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ქართველებზე დიდი ერთგულება, სიყვარული, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა და მიმტევებლობა სხვას არავის შეეძლო…
ახლა კი საკუთარი თვალით ხედავს და ისმენს, როგორ უმოწყალოდ იხოცებიან ადამიანები, მომხდური მტრის ხელით კი არა, ერთმანეთის ხელით…
შვილმა დედა მოკლა…
შვილმა მამა მოკლა…
შვილიშვილმა – ბებია…
ძმამ – და…
ქმარმა – ცოლი…
გოგონამ დედა შეჭამა…
და პრაქტიკულად დღე არ თენდება ჩვენს ქვეყანაში გაუგონარი მარაზმის გარეშე…
მრცხვენია დედას გეფიცებით…
საკუთარი შვილის თვალებში შეხედვის მრცხვენია უკვე!!! ” – წერს ნუგზარ სულაშვილი.