ყოველი მომდევნო რიცხვი რეკორდული იქნება – ტიკარაძე კორონავირუსზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველი ახალი მაჩვენებელი რეკორდული იქნება.
“დღეს გვაქვს მაღალი მაჩვენებელი და ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყოველი მომდევნო რიცვი იყოს რეკორდული მაჩვენებელი. ეს მოლოდინი გვაქვს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ ამ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს შემთხვევითობა არ იყოს და ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. ჩვენი ინფიცირებულთა გამოთვლის მოდელი მაქსიმალურად ზუსტია, რაც საშუალებას გვაძლევს მეტად მომზადებულად შევხვდეთ ინფიცირებულ პაციენტებს. დღეის მონაცემებით პირვლადი მედიცინის სექტორში დადებითი დინამიკა გვაქვს. ჩვენ დავამატეთ რამდენიმე ზარის მიმღები ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე რაოდენობრივი მონიტორინგი გაუმჯობესდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.