“ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას შეუდგება, მე გავმართავ საპროტესტო აქციას… ” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ახლა მთელი სერიოზულობით:მთელი ცხოვრება კანონპროექტებზე კამათში გავატარე. ვდაობდი მუხლებზე, პუნქტებზე, არგუმენტებით, ემოციებით, ხან ვაგებდი, ხან ვიგებდი. მიკამათია ჭკვიანებთან, უტვინოებთან,უტიფრებთან, პოლიტიკურად მოტივირებულებთან, გულწრფელ იდიოტებთან, თუმცა ირაკლი კობახიძის და კახა ბექაურის მსგავსი ზღვარს მიღმა გასული ნაძირლები ცხოვრებაში არ შემხვედრია. ამიტომაც, არ ვაპირებ არც ერთი წინადადების შენიშვნად დაწერას მათ არანორმალურ კანონპროექტზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, არ ვაპირებ არცერთ განხილვაში მონაწილეობას და ე.წ. კონსტრუქტციულ თანამშრომლობას, იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ. ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას შეუდგება, მე გავმართავს საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად. ვიყოთ თუნდაც ათნი. იყო დრო, უფრო ცოტანიც ვაპროტესტებდით რაღაცეებს, მაგრამ მართლები ვიყავით და საბოლოოდ ვიგებდით. ამ უსაზღვრო კრეტინიზმთან და უნამუსობასთან კეკლუცად შეგუებას არ ვაპირებ. წერტილი.
ცვლილება შეაქვთ მაუწყებლობის კანონში და უნდა დაგვარეგულირონ ახლებურად.)