“ყურადღება! სავარაუდოდ პოლიციელებმა გუშინ აქციიდან გაიტაცეს ჩვენი გმირი…” – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
გთხოვთ გაავრცელოთ 🆘🆘🆘 ყურადღება❗️❗️❗️
სავარაუდოდ პოლიციელებმა გუშინ აქციიდან გაიტაცეს ჩვენი გმირი პოლიციელის – გია სოსანაშვილის ვაჟი, რომელიც მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ის მეგობარი დაპატიმრებულია, პაატა სოსანაშვილს ვერ ვპოულობთ!
მოგმართავთ როგორც ოპოზიციის ლიდერებს, ასევე სრულიად ჟურნალისტთა კორპუსს, სახალხო დამცველს და ყველას, ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პაატა სოსანაშვილის მოძიებაში!
შეგახსენებთ, რომ გია სოსანაშვილი დაპატიმრებულია ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომელიც იბრძოდა ოკუპანტის წინააღმდეგ და რომელიც წამების მიუხედავად ვერ გატეხეს და ვერ ათქმევინეს ვერც ის , ომი რომ საქართველომ დაიწყო, ვერც მოისყიდეს და და ვერც ის აიძულეს, რომ ვაზაგაშვილის კვალი კიევამდე მისულიყო !