“ბევრი მხოლოდ იმის გამო იყო ქოცი, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, კრემლის შეთხზულ მითებს იყო აყოლილი…”

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საქართველოში ქოცი არ ცხოვრობს, ვისაც ქუჩაში არ გადავყრილვართ ან სახლში არ მივსულვართ გაზეთით და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მხოლოდ იმის გამო იყო ქოცი, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, კრემლის შეთხზულ
მითებს იყო აყოლილი და არავის უთქვამს მათთვის სიმართლე ყველა ტყუილზე, არავის გაუცია იმ კითხვებზე პასუხები, რაც ჰქონდათ “ობიექტივის”, “იმედის” , “მაესტროს” და “ალია” “ასავალ-დასავალის “, “საქართველო და მსოფლიოს” ტყვეობის ქვეშ მყოფებს, რომლებსაც უფულოდ ურიგებდნენ, წამლავდნენ და სიცრუეში აცხოვრებდნენ , როდესაც ვესაუბრებით და ვარწმუნებთ არგუმენტებითა და ფაქტებით, რომ ისინი მოატყუეს , ძალიან ბრაზდებიან და აღიარებენ რომ მოატყუეს , ყველა ქოცი მოღალატე არ არის, მათ უბრალოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია …. შევხვედრილვართ ისეთებსაც, რომლებმაც 5 კგ კარტოფილზე გაყიდეს შვილების მომავალი, უმძიმესი მოსასმენია, როდესაც გეუბნებიან , რომ მათ
შვილებს მომავალი არ უწერიათ არავითარი, რადგან ფეხსაცმელიც კი არ აქვთ, რომ სკოლაში იარონ და
შიმშილისგან ეხოცებათ …..
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს ქოცი არის მხოლოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანი, რომელიც პარალელურად არის ქოცების აგიტატორი, მოსყიდვაც მათ კომპეტენციაში შედის და დაშინებაც, თავად იციან მოღალატეებმა სიმართლე, მაგრამ სიყალბეში ურჩევნიათ ცხოვრება და სხვების დარწმუნებაც, მაგრამ მათ აღარავინ უსმენს, აღარავის სჯერა მათი და მერწმუნეთ, ბიუჯეტზე მყოფებსაც ვხვდებით, რომლებიც დიდი ზეწოლის მიუხედავად ჩუმად აკეთებენ იმ არჩევანს, რომელიც მათი შვილებისთვის უკეთესეია …..
გემახსოვრებათ სულ ვამბობ, რომ ჩვენი NDI-იცა და IRI-იც არის ის, რასაც თვალით ვხედავთ და ყურით ვისმენთ, არასოდეს შევმცდარვართ და ახლაც გეუბნებით , რომ ხალხი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ ყოფილა ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ოღონდ თუ ეს არჩევნებიც ისევე გააყალბეს, როგორც სხვა დანარჩენი და ოპოზიცია არაფერს მოიმოქმედებს, ერთ ხმასაც ვეღარ მიიღებს მათგან…