“შემზარავი და გულისშემძვრელია ცხელ ხაზებზე შემოსული ადამიანების მდგომარეობა, ისინი სიცოცხლეს გვთხოვენ და ჩვენ უძლურები ვართ” – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებლი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან ქართველი ემგრატების მდგომაეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უამრავი მათგანი დახმარებას ითხოვს, მათ საქართელოს დახმარები სჭირდებათ,
მათ შორის არიან მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უსახსროდ, ყოველგვარი დახმარების გარეშე აღმოჩდნენ ქუჩაში.
“საქართველოს მთვარობას
მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ სასწრაფო ზომები და უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება საფრანგეთიდან.
უამრავი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის არიან მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უსახსროდ, ყოველგვარი დახმარების გარეშე აღმოჩდნენ ქუჩაში.
სამედიცინო დაწესებულებში გადაიდო გეგმიური მკურნალობა და ოპერაციები, რამაც გამოიწვია სერიოზული კოლაფსი და ბევრ მათგანს შეუჩერდა პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
საელჩოს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ გაგვაჩნია შესაბამის რესურსი, დავაბინავოთ და გამოვკვებოთ ათასობით განწირული ჩვენი თანამოქალაქე.
შემზარავი და გულისშემძვრელია ცხელ ხაზებზე შემოსული ადამიანების მდგომარეობა. ისინი სიცოცხლეს გვთხოვენ და ჩვენ უძლურები ვართ ყველა მათგანს გავუწოდოთ დახმარების ხელი.
დღეს საფრანგეთიც ერთერთი მაღალი რისკის ზონაა მსოფლიოში და მაში, როდესაც ისისნი თავად ვერ უმკლავდებიან საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც საკუთარ პასპორტში უწერიათ გარკვევით, რომ მის მფლობელს იცავს და მფარველობს საქართველოს სახელმწიფო.
მერწმუნეთ არა აქვს ახლა არანაირი მნიშვნელობა ვის შეგვწევს უნარი თითოეული მათგანის გადასარჩენად, ნუ დავარქმევთ გვარსა და სახელებს! ეს არ არის მნიშვნელოვანი და ნუ გაშინებთ თუნდაც ოპონენტთა ინიციატივა, რომელიც პოპულიზმით მონათლეთ.
დანაშაულია ოპონენტების ჯიბრზე, უმწეო ადამიანების განსაცდელში მიტოვება.პატივისცემით: საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა.” – წერს ნუგზარ სულაშვილი.