“შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, მაგრამ ჩვენი ძმობაც უკვდავია…” – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
დღეს ერთი ძალიან კარგი ბიჭის გარდაცვალებიდან ერთი წელი ხდება. ჩემი სტუდენტი და მეგობარი, გიორგი ლომიძე, შარშან სწორედ გიორგობას წაგვართვა ზეცამ. გარდაცვალების დღეცაა და მისი სულის ზეცაში დაბადების დღეც. კარგი, კეთილი, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ადამიანი. ძალიან უდროოდ წაგვერთვა ეს შესანიშნავი ადამიანი, წინ რომ კარგი და ბედნიერი მომავალი უნდა ჰქონოდა, ყველა ღირსებით დაჯილდოებულს, სწორედ მაშინ.
LO MI Dze გიორგი, კარგო ადამიანო, ძალიან გვაკლიხარ ყველას, ძალიან. ღმერთმა სიმშვიდე მისცეს შენს სულს და შენს ოჯახს მხნეობა. შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, მაგრამ ჩვენი ძმობაც უკვდავია და ყოველთვის იქნები სიკეთის, სიყვარულის, უბრალოების, ზნეობის, ყველა ადამიანური ნიჭიერების სიმბოლო. გვიყვარხარ და გვაკლიხარ.
გიორგობას გილოცავ შენს ზეციურ სამყოფელში ჩემო ძმობილო.