“შესჩივლეს ეს ამბავი უწმინდესს და მკაცრი გაფრთხილება და კურთხევა მიიღო, რომ დღის განმავლობაში ოცდაათჯერ დაებანა ხელი” – მნათე ანესტის უცნაური ისტორია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან ანსაბლ “ორერას” ამნათებელი და მნათე ბიჭის საინტერსო ისტორია გაიხსენა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” ანსამბლ ,,ორერას” გამნათებლად მუშაობდა ერთი ბიჭი, ანესტი ერქვა სახელად. მერე ეკლესიაში მოვიდა მნათედ და სიონში კანდლებს წმენდდა და საცეცხლურის ნახშირს აცხელებდა. ხელები სულ ერთთავად მურიანი ჰქონდა, არ უყვარდა ხელბანვა და წირვის დასასრულს ამ მურიანი ხელებით არიგებდა სეფისკვერს. ხო და შესჩივლეს ეს ამბავი უწმინდსს და მკაცრი გაფრთხილება და კურთხევა მიიღო, რომ დღის განმავლობაში ოცდაათჯერ დაებანა ხელი. გაგვიხარდა ყველას რადგან ზუსტად ვიცოდით რომ პატრიარქის კურთხევას ვერ დაარღვევდა, სიტყვას არ გადავიდოდა და დღეში ოცდაათჯერ დაბანილი ხელი კი იქნებოდა მერლინ მონროს ხელებივით ქათქათა და ფითქინა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ოდნავ არაფერი მოკლებია მის ხელების სიშავეს. როგორ კურთხევას არღვევს?! ურჩობს?! ეს წარმოუდგენელი იყო მისგან და წავიდა ჩურჩული და მითქმა-მოთქმა საკურთხეველში. ერთიც გავიხედეთ და ვხედავთ ონკანს მიადგა. მოუშვა წყალი, შეყოფს ხელებს ჭავლის ქვეშ წამიერად, გამოყოფს, გაიმშრალებს. ისევ, შეყოფს წამიერად, გამოყოფს, გაიმშრალებს. უბრალოდ ისველებს ხელებს და ასე ოცდაათჯერ. დიდიან პატარიანად პირდაღებული ვუყურებდით. კაცი კურთხევას ასრულებდა! მოდი და ედავე
p.sვიცი მოგიყვებიან ამ პოსტზე და ბარემ მოგიკითხავ წყალგაღმიდან – ხრისტოს ვასკრეს, ანესტი ” – წერს კობა სუბელიანი.