“საზოგადოებას ეკლესია უნდა მამაოების გარეშე და პოლიტიკური პროცესების წარმართვა პოლიტიკოსების გარეშე… მახინჯი ტენდენცია” – ზურა დვალაშვილი

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი ზურა დვალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საზოგადოების განწყობები და შეხედულებები რიგი საკითხების მიმართ რბილად რომ ვთქვათ პრიმიტიული და მავნებლურია!!!
შეცდომაში ხართ მეგობრებო და დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს თქვენთვის და ჩვენთვის, ზოგადად ერისთვის!საზოგადოება კრიზისშია!
ემოციები ჭარბობს საღ აზრს და სუბიექტური განცდები ფარავს ობიექტურ რეალობას!!!ვდგავართ მახინჯი ტენდენციის წინაშე,
საზოგადოებას ეკლესია უნდა მამაოების გარეშე და პოლიტიკური პროცესების წარმართვა პოლიტიკოსების გარეშე!!!
როგორც ერთი, ისე მეორე ტენდენცია სამწუხატოდ სულ უფრო იდგამს ფეხს და ამ ყველაფერს შედეგი მხოლოდ ერთი შეიძლება მოყვეს!
სულიერი და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რაც სახეზეა.რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ რეალობას და მივხვდებით, რომ სტაბილური და მდგრადი სახელმწიფოს შესაქმნელად, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ვიზრუნოთ აარა მათ მარგინალიზაციაზე და უარყოფაზე და მათგან განდგომაზე, არამედ მათ გაჯანსაღებაზე. ეკლესიაში და პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში მეტი ჩართულობის გზით!!!