“შოკირებული ვარ ოპოზიციის მომხრეთა ჯგუფით, ზუსტად ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება აგებს არჩევნებს” – ნიკა გვარამია

ორგანიზაცია IPSOS კვლევის შედეგებს “ტვ მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მან ოპოზიციის მომხრეების რეაქციას არაადეკვატური უწოდა.
“შოკირებული ვარ ოპოზიციის მომხრეთა იმ ჯგუფით, ვინც თვლის, რომ ოცნების 34% მაღალი შედეგია. ესე იგი გონიათ, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია, ოცნება სახლში წავიდა და შეგვიძლია ხელჩამოშვებულებს დაველოდოთ არჩევნებს და გამარჯვების გაფორმება და ოცნების გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.
თუ რამემ დამშოკა ამ კვლევაში, ოპოზიციის ძალიან მაღალმა რეზულტატმა (ენმ-გაერთიანებული ოპოზცია 29% და სრული პროდასავლური სპექტრის გაერთიანებისას – 55%) და ოპომხარდამჭერების ასეთმა არაადეკვატურობამ და რეალობასთან შეუსაბამობამ.
ზუსტად ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება (ზოგი მგონი არჩევნებზეც არ მივა, იმდენად ჯერა, რომ ყველაფერი უკვე მორჩა) აგებს არჩევნებს, და არა ხელისუფლების “მუშაობა”. წინ ხანგრძლივი და უმძიმესი ბრძოლაა. არაფერი არ დამთავრებულა ჯერ” – წერს ნიკა გვარამია.