“შოკირებული ვარ, ცუდი საზოგადოება ვართ…” – ნიკა გვარამია ტრანსგენდერ ქალზე, რომელმაც თავის დაწვა სცადა

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოცალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
გვარამია ტრანსგენდერი ქალის ვიდეოს აზიარებს, რომელიც თავისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ყვება.
“შოკირებული ვარ ამ ინტერვიუთი. თითქოს ყველაფერი ვიცოდი, თითქოს არაფერია ახალი, მაგრამ არა – არაფერიც არ ვიცით და ყველაფერი ახალია და ტრაგიკული.
ცუდი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ, არაკეთილგანწყობილი. პატივისცემას მარტო ძალაზე და გავლენაზე ვაფუძნებთ. და მხოლოდ ძალის და გავლენის პატივისცემა მონების თვისებაა და არა თავისუფალი ადამიანების, კერპთაყვანისმცემლობაა და არა ქრისტიანობა, იძულებითი სიკეთეა და არა ჭეშმარიტი.
Eka Kevanishvili Eka უმაღლესი კლასია!” – წერს ნიკა გვარამია.