“ჩამოვიდა შრი ლანკადან გოგონა. უთხრეს საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა… ის მოკლეს საქართველოში, პოლიციელი მაღალჩინოსანი დაეჯახა” – ტრაგიკულად გარდაცვლილი სტუდენტი

მოქალაქე ანა მანაგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩამოვიდა შრი ლანკადან გოგონა. უთხრეს საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და კარგ საექიმო განათლებას მიიღებო. სწავლობდა. აბარებდა გამოცდებს. დღეს ჩათვლა ჰქონდა. მასწავლებელმა ‘არა’ დაუწერა, იმიტომ, რომ ის უბრალოდ მოკლეს საქართველოში. პოლიციის ნასვამი მაღალჩინოსანი დაეჯახა მანქანით. ორი კვირა კომაში იყო და გარდაიცვალა.
იქვე ითქვა, თურმე პოლიციის მაღალჩინოსანი ადგილიდან არ მიმალულა და არც კვალის წაშლა უცდია. ეგეც აღნიშვნის ღირსად ჩათვალეს, რაკი ამ ქვეყანაში ისიც აბსოლუტურად დასაშვებია , რო მიიმალოს და დანაშაულის კვალი წაშალოს. შესაბამისად ასეთ მაღალჩინოსან სამართალდანცავზე უფრო კეთილსინდისიერი როა, ხაზი გაუსვეს.
ხვდებით, რა უკუნეთ უკანალშია ქვეყანა?.
სადღაც სამი წლის წინ ნუცუბიძის პლატოზე მეოთხე-მეოთხე მიკრორაიონების საზღვართან ტაქსი გავაჩერე. უფრო სწორად მანქანამ გამიჩერა და მერე გამოდო ტაქსის ნიშანი. სიძესთან ვიყავი, აქვე ცხოვრობს და მოხსნილი იმიტო მქონდაო. საცობები იყო და დიდხანს მომიწია იმ ტაქსშიში ჯდომა. ამაზე ვისაუბრეთ, იმაზე. ამ საუბარში, ვითომც არაფერი, ისე მითხრა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას განასხვავებს სააკაშვილის ხელისუფლებისგან – ანუ ის, რო მისი პოლიციელი სიძე, კრუპნი თანამდებობაზე როა, მიშას დროს საჭესთან წვეთს არ იდებდა პირში. ნასვამი რო გამოეჭირათ , ეგრევე გაათავისუფლებდნენო. შიშში იყო და ეხლა ეგრე არ არისო. პატივისცემაც დაბრუნდაო . ადრეო მეც ვერ ვახსენებდი, ამის და ამის სიმამრი რო ვიყავიო. ახლა იმ დღეს ორასლარიანისგან მიხსნაო და კაია, აბა რა არისო .
—————-
აი ეგეთი ამომრჩეველია ამ ქვეყანაში.
ამ ამომრჩევლის რჩეული ხელისუფლებაც, ცხადია, მას უნდა ჰგავდეს და ჰგავს კიდეც.ჰოდა ვინ მოკლა შრი-ლანკელი გოგონა.
1. პოლიციის ნასვამმა მაღალჩინოსანმა
2. ხელისუფლებამ, რომლის დროსაც პოლიციის მაღალჩინოსნები უშიშრად სხდებიან საჭესთან.
3.თუ ამომრჩეველმა, რომელმაც 2012-ში სააკაშვილის ხელისუფლება ივანიშვილით ჩაანაცვლა, რაკი უკლებლივ ყველას თავისუფლად სუნთქვა უნდოდათ, ბლატების და ქსივების გაჯეჯილება ანუ.სწორი პასუხი ამ კითხვაზე რომელია. ვინ არის მკვლელი