“ჩართეთ ფბ ლაივები, ამ სისტემას ყველაზე მეტად სინათლის და გამჭვირვალობის ეშინია”

გირჩის წევრი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
21-ე საუკუნეში საბჭოთა ყაიდის რეიდები და ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩხრეკა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც ფორმიანს არ მოეწონა როგორ გამოიყურები, არის ყველაზე ნათელი დემონსტრირება იმისა თუ რა უბადრუკ დღეშია ქართული სამართალდამცავი სისტემა
პანკისში შელახული ‘მუნდირის ღირსება’, ვერ აღდგება თბილისის მეტროებში და ქუჩებში ადამიანების დამცირებით
მითუმეტეს როდესაც ეგ არა ცივილიზებული პოლიციელის, არამედ თამაზაშვილის მილიციელის მუნდირია
ჩართეთ ფბ ლაივები, ამ სისტემას ყველაზე მეტად სინათლის და გამჭვირვალობის ეშინია