“ჩემი ფართხუნა მანტიის კუდი უნდა ათრიონ სამების სტოიდან საკურთხევლამდეო, არ არსებობს თქვენზე ფსევდორელიგიური ორგანიზაცია”

ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
აჰა, მარტო საპატრიარქოს მიერ სემინარიაში ჩარიცხულმა ოროსნებმა და პატრიარქის საყვარელმა სტიქაროსნებმა უნდა ისარგებლონ გადავადებით. თქვენო უწმიდესობავ, თქვენმა ბისონის შემკვრელებმა და სანთლის დამჭერებმა რამდენჯერ და რამდენმა ისარგებლა უკვე თქვენ მიერ გაგზავნილი წერილით, ჯარში არ გაუშვათ, ჩემი ფართხუნა ძოწისფერი მანტიის კუდი უნდა ათრიონ სამების სტოიდან საკურთხევლამდეო, დაითვალეთ?
თქვენივე ლოგიკით, ათასობით მამაკაცი წაართვით ქართულ არმიას, ადგენენ რა მორჩილებად თქვენი ეპისკოპოსები და გასცემენ რა ყალბ ცნობებს. ზოგჯერ, ცნობებსაც არ გასცემენ, უბრალოდ რეკავენ.
არ არსებობს ამ ქვეყანაში თქვენზე ფსევდორელიგიური ორგანიზაცია.