“ჩემი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია” – ჩეჩნეთის მოქალაქე ისა მუნაევი

ნაიონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“”მე, ისა მუნაევი, ჩეჩენი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მოქალაქე მთელ მსოფლიოს ვუცხადებ: ჩემი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია.
რუსეთის ფედერაციამ ჩემი ხალხის – 300 000 ადამიანის მოკვლით 300 000-ჯერ მე მომკლა.
რუსეთის ფედერაციამ 42 000 უდანაშაულო ბავშვის დახოცვით, 42 000 ჩემს შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე.”
წლების წინ მე შევხვდი გენერალ ისა მუნაევს და დღემდე მახსოვს ეს შეხვედრა. მან მითხრა, რომ მზად არის იბრძოლოს რუსების წინააღმდეგ საქართველოში და ყველგან… სიცოცხლის ბოლომდე არ შეჩერდა ამ გზაზე და ზუსტად ხუთი წლის წინ მოკლეს უკრაინაში რუსებმა.
ხსოვნა იყოს ამ კაცის. მას კავკასია, თავისუფლება და ჩვენი ქვეყანა უყვარდა.” – წერს ნუგზარ წიკლაური.