“ჩემი ქონება დააზიანეს დღისით, მზისით, პოლიციელების თვალწინ… უზნეო ველურები ხართ”

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პოლიტიკოსების სახლებთან აქციების გამართვა მე არც მაშინ მომეწონა, როცა ჩემს ქმარს ეხებოდა და არც ახლა ვამართლებ – როცა სხვის ქმარს ეხება.
აი თქვენ, კალაძის სახლთან აქციისას ადამიანები დაიჭირეთ – მათ არაფერი დაუშავებიათ, არაფერი დაუზიანებიათ. პროტესტს გამოხატავდნენ.
როდესაც ჩემი ქონება დააზიანეს დღისით, მზისით, პოლიციელების თვალწინ – კაციშვილისთვის პასუხი არ მოგითხოვიათ.
იცით რატომ? იმიტომ რომ უთავმოყვარეო და უზნეო ველურები ხართ 😀 ისტორიაც ასე შეგაფასებთ