“ჩემო მეგობრებო, მინდა გაძლება გისურვოთ ამ უსამართლო ბრძოლაში”

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ძვირფასო მუსიკოსებო, ჩემო მეგობრებო, მინდა გაძლება გისურვოთ ამ უსამართლო ბრძოლაში.
თქვენ თქვენს საქმეს უნდა აკეთებდეთ, რაც ყველაზე უკეთესად გამოგდით, არ უნდა იხარჯებოდეს თქვენი ძვირფასი დრო და ნიჭი ამ უსამართლობაზე, რაც თქვენს გარშემო ხდება.
ჩემი მხარდაჭერა თქვენ. თქვენს გვერდით ვარ.
შეგახსენებთ, რომ
ნიკა რაჭველმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრს უნდა გადაეცეს. ნიკა რაჭველის მოთხოვნას კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად გამოეყო 250000 ლარზე მეტი და უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ახალი პროექტის შექმნა. მიხეილ გიორგაძემ არ გამორიცხა, რომ ნიკა რაჭველის დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დაისვას.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
“ჩემი უსაყვარლესი გოგო არასდროს დაგვავიწყდები, ბაბი “
