“ჩემს დროს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური სუბიექტი იყო და ახლა ობიექტიც აღარაა ისე გააქრო ივანიშვილმა რადარებიდან” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ივანიშვილის შნირები ერთის მხრივ ბოლომდე იმეორებენ რუსულ რიტორიკას აგვისტოს ომზე და მეორეს მხრივ მათი პროპაგანდისტების მიერ ჩემი ინტერვიუდან შერჩეულად ამოღებული სიტყვებით მე მადანაშაულებენ ანტი-დასავლურობაში. ფაქტი ჯიუტია ჩემს დროს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური სუბიექტი იყო და ახლა ობიექტიც აღარაა ისე გააქრო ივანიშვილმა რადარებიდან. ეს უკიდურესად საშიში სიტუაციაა და უნდა სასწრაფოდ დავასრულოთ თუ მართლა არ გვსურს რუკიდან გაქრობა.