“ჩემს კლასში ყველაზე ოროსანი და ზარმაცი მე ვიყავი თუმცა შევძელი საზოგადოებისთვის მენტალური ცვლილებებისკენ ბიძგის მიცემა”-დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემს კლასში ყველაზე ოროსანი და ზარმაცი მე ვიყავი, თუმცა შევძელი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ამავე საზოგადოებისთვის მენტალური ცვლილებებისკენ ბიძგის მიცემა.
ვინ არის დომენიკ მანგო? – იხილეთ მისივე პასუხი ამ კითხვაზე:
კუკური ბარამიძე – იგივე დომენიკ მანგო საქართველოში 2016 წლიდან გახდა პოპულარული, როგორც აქტივისტი; რელიგიური ფანატიზმის და სიძულვილის წინააღმდეგ. ის უკვე ორი წელია განუწყვეტლივ ურთიერთობაშია ხალხთან და მათ ძველი მიდგომების თუ სტერეოტიპების ნგრევისკენ მოუწოდებს, ამხელს საქართველოს ეკლესიას, მის საჭეთმბყრობელს ვაჭრობაში, ხოლო საზოგადოებას ვაჭრების ბაზარში დაბრუნებას და ქვეყანაში ქრისტიანობის დამკვიდრებას ჰპირდება. დომენიკ მანგოს თანამოაზრეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად ქვეყანაშიც აზრი ორად იყოფა – ერთი მხარე რომელიც იცავს მოძველებულ და ბრმა მენტალობას, ხოლო მეორე მხარე რომელიც პროგრესისკენ და მიმღებლობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. იწერება სხვადასხვა შინაარსის სტატიები, მზადდება სიუჟეტები, სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების აქტივობაც და ყოველდღიურად იმატებს მენტალური რევოლუციის მოლოდინი საზოგადოებაში. დომენიკ მანგოს ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი #აზრთაომი-ს სახელით, რომლიც დაკომპლექტებულია 20 რადიკალურად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანისგან და გეგმავს საქართველოში მიუხედავად განსხვავებული ჯგუფების განსხვავებული შეხედულებებისა, ერთი საერთო საქმის გარშემო ადამიანების გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია. საქართველოში იგეგმება პირველი გაცნობითი ხასიათის კონფერენცია, რომელზე დამსწრეებს ექნებათ საშუალება საკუთარი ვერსიები გაუზიარონ ათასობით ადამიანს, თუ რას მიიჩნევენ საქართველოს პრობლემად, ხოლო პრობლემების შეჯამებით მოხდეს ამ ჯგუფების გაერთიანება. ბრიფინგის ტიპის გაცნობით შეხვედრას გააშუქებს ინტერნეტ და სატელევიზიო მედია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.ყოველ ახალ ნაბიჯთან ერთად რეალური ხდება დომენიკ მანგოს საქართველოში დაბრუნების საჭიროება, რაც დიდი საშიშროებისკენ მიანიშნებს საქართველოს საპატრიარქოს, რომელის მხილებაც დომენიკ მანგოს მთავარი მიზანია, ამიტომ საზოგადოების ინტერესიც ამ საკითხის მიმართ უფრო მეტად იზრდება. სისტემას არ სურს ცვლილებები, ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც განვითარებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვიან, სურს სამართლიანი და განვითარებადი სისტემის შექმნა ძველის უარყოფით. დომენიკ მანგოს ზურგს უმაგრებს ახალგაზრდები, ხოლო სისტემას კონსერვატიული საზოგადოება, რომლებიც უარყოფს ახალგაზრდებს – მაგრამ ამ წინააღმდეგობაში აუცილებელია ახალგაზრდების გამარჯვება. სწორედ ამიტომ დომენიკ მანგო არ წყვეტს საზოგადოებასთან ურთიერთობას და ცდილობს მაქსიმალურად დიდი რესურსები მისცეს არგუმენტებით თავის დასაცავად ახალგაზრდებს, რომ ერთხელ და საბოლოოდ მრავალი წლის განმავლობაში განათლებაზე ორიენტირებულმა ახალგაზრდებმა შეძლონ და ისევ დაიჭირონ ხელში ილიას დროშა, რომელიც უსამართლოდ გააგდებინა ხელიდან ერის მამას ისევ ქართველმა.