“ჩემს მეხუთე კლასელ შვილს, ერთ-ერთ კონკურსში შეხვდა შეკითხვა: მას უყვარს ბუნება, ცხოველები, მცენარეები,დაასახელეთ საჩხერელი ბიზნესმენი”

გურია ნიუსის ჟურნალისტი ნატო გოგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემს მეხუთე კლასელ შვილს, ერთ_ერთ კონკურსში შეხვდა ასეთი შეკითხვა: მას უყვარს ბუნება, ცხოველები, მცენარეები _ დაასახელეთ საჩხერელი ბიზნესმენი!!!!! ნეტავ ვინ იგონებს ამ შეკითხვებს და თუ არსებობს ვინმე, ვინც ამას აკონტროლებს? ვის მოსდის თავში, რომ მეხუთე კლასელ ბავშვს ეს კითხოს? და ამ დროს მე რა გავაკეთო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბავშვს რა ვუთხრა, რომ ასეთ კონკურსებში, რომელიც სკოლაში ტარდება, მონაწილეობა არ მიიღოს თუ ამ იდიოტურ კითხვას პასუხს რომ ვერ გასცემს ეს მის უცოდინარობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე, რომ ვიღაც იდიოტი წერს ასეთ შეკითხვებს?
პ.ს. პოსტი დავარედაქტირე და ტესტიდან სკრინი დავურთე. ნახეთ როგორაა ზუსტად კითხვა!!! პასუხიც ახლავს და განმარატებაც ოპონენტებისთვის!
