“ჩემს ქვეყანას საქართველოს ვერ ვუწოდებ!… ვუყურებდი თუ როგორი პატარა კაცი გამოვჩნდი საკუთარ ქვეყანაში…” – რა პოსტს აზიარებს ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის პოსტს აზიარებს, რომელიც საქართელოში არსებულ ვითრებას ეხება.
ჩემს ქვეყანას საქართველოს ვერ ვუწოდებ!
ყველაფერი დაიწყო სამი დღის უკან ,როდესაც გადავწყვიტე ბიძის დაკრძალვისთვის რამოდენიმე დღე ჩამოვსულიყავი ინგლისიდან საქართველოში, კარგად გააზრებული მქონდა სადაც მოვდიოდი და რა შეიძლებოდა მომხდარიყო……. 18 საათი გზაში და პლიუს £700 ბილეთი ციხე-სასტუმროში გასატარებლად მიყიდია……მე სრულიად მესმის კარანტინის და თვითიზოლაციის აუცილებლობა ,მაგრამ აქ უკვე ძალიან მრავლად უნდა გამოვიყენო “მაგრამ”
1.საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოვითხოვდი სწრაფი ტესტის გაკეთებას რაზეც აეროპოტში თავიდან აცილების მიზნით “იქეთ უნდა იკითხო” ამით შემოიფარგლნენ …..სამწუხაროდ თქვენ უკვე გაიარეთ პასპორტ კონტროლი და არ გაქვთ უფლება უკან დაგაბრუბრუნოთ( ტესტის გასაკეთებლად) ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სასტუმროში გადაგიყვანოთ და იქ გაგიკეთებენ როგორი ტესტიც გინდათ……ეტყობოდა მაღალი თანაბდებობა ეკავა 🤟ვუყურებდი თუ როგორი პატარა კაცი გამოვჩნდი საკუთარ ქვეყანაში სადაც მე საქართველოს მოქალაქეს არასდროს მიფიქრია თუ ტურისტს მეტ უფლებას მიანიჭებდნენ ვიდრე მე…რომლებიც ცინიკური სახით გამოაპარებდნენ ხელმე თვალებს და ღიმილით მოგესალმებოდნენ,მოკლედ დიდხანს არ გასტანა ჩვენმა ლოდინმა და გავეშურეთ ციხე-სასტუმროაკენ .
2.სასტუმრო-ციხეში 2 საათი დაგვჭირდა გზის მისაგნებლად ,რადგან პატრულმა და ავტობუსის მძღოლმა ვერ მიაგნეს სად უნდა მივეყვანეთ,საათი და ნახევარი სულ წრეები გვახაზინეს(ბავშობაში დამაბრუნეს ღამის თბილისის ფერებით,კარუსელები გამახსენეს და სავარაუდოდ ამისთვისაც მადლობა რომ დაღლილ მგზავრებს ეს სიამოვნებაც არ მოგვაკელით) . რაც შეეხება სასტუმროში ქართველები კაცები ზედმეტად ჯელტმენი ტიპები აღმოვჩნით რადგან “ქალს უნდა დავუთმოთ პირველი”ამის შეძახილებით მხრებში გაზრდილიყო ერთ -ერთი დაცვის თანამშრმელი ,რომელიც არ იყო ცუდი ტიპი.მე და ერთმა კარგმა ტიპმა ზედმეტად კელტმენობა მოვისურვეთ და ბოლოები შევედით.
შემდეგის ძახილით გადაღლილებს ბოლო ჩვენ ორის დანახვაზე სახეები გაუბრწყინდათ ,ალბათ გვიცნეს მეთქი ( star-emotion) გვიან გავიაზრე რო ჩვენ ბოლოები ვიყავით ,პასპორტი მივაწოდე რესეფშენისტს და ავუხსენი ჩემი ჩამოსვლის მიზეზი მის გვერდით მყოფ ექიმს, რომელმაც კარგი საუბრით იმედი მომცა.სავარაუდოდ გაითვალისწინებდნენ ჩემს სულიერ მდგომარეობას და რაღაც პროცენტით ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გამიშვებდნენ დაკრძალვაზე რამოდენიმე საათით მე რაზეც ვუპასუხე 1 საათიც საკმარისი იყო ჩემთვის,თუნდაც ხალხის წასვლის შემდეგ მინდოდა რამოდენიმე სიტყვა მეთქვა საფლავზე მონატრებულ ბიძისთვის და შემდეგ დამაბრუნებდნენ უკან ციხე-სასტუმროში’1′ ან დამტოვებდნენ იმერეთში რომელიმე სხვა ‘1’ .
მოკლედ ამოვედი ოთახში სადაც 3 საწოლი დამხვდა და გადავრეკე ეგრევე რესეფშენში .
გ ი ს მ ე ნ
ერთ სიტყვიან პასუხში კარგად მივხვდი თუ ვისთან მქონდა საქმე….აქ სამი საწოლი დგას და რატო მეთქი ?
პასუხი : რამე პრობლემაა ბატონო ?
ანუ მე ერთ ადამინს სამი საწოლი რომ დამახვედრეს რამე პატივისცემის თემმა საქართველოში ?
2 საათით მიმეძინა …..ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ როცა ეკიმმა მითხრა თქვენ ვერ დატოვებთ ერთი საათითაც კი აქაურობას …..დავიწყე თუ ვინმეს ვიცნობდი რო რამე ინფორმაცია მოეწოდებინათ ჩემთვის და გამერკვია რატო არ შეიძლებოდა როცა მე ვეუბნებოდი მე გადავიხდი ტესტშიც თანხას ,მგზავრობაშიც უბრალოდ მომეცით საშუალება 1 საათით ყველასგან მოშორებით,ნიღბით და ხელთათმანებით ვიდგები მეთქი ….არ გამიგეს!
არ მომისმიენ!
არ იქართველეს!
მე მეტს აღარ ვიტყვი ,დედას ისიც კი უთხრეს თქვენი შვილი ფანჯრიდან გადახტომით იმუქრებაო….ნუ გამიგიჯებთ დედას! მე გადავიტანე და უკვე მოვიხადე მარტის თვეში ეგ ვირუსი…..ესეც იციან ……მე დამდვილად არ მინდა ჩემი ოჯახი აქ იყოს ამ ქვეყანაში სადაც სიმართლი და ადამინის უფლება ერთი და ორის გადასაწყვეტია და დანარჩენი მონებივით ასრულებდნენ ,უგულოდ და უსულოდ თავიანთ საქმეს ! და ისიც არ იცოდნენ თუ რატო ან რისთვის,ვისთვის აკეთებენ .ქვეყანას ჩვენ ვქმნით ასე რომ გტკიოდეთ და გიხაროდეთ ერმანეთის ….
ჩემს ქვეყანას საქართველოს ვერ ვუწოდებ !” – ნათქვამია პოსტში.