“ჩვენი ეკლესია ქონებით ღარიბია, დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ სულით მდიდრები ვართ” – მეუფე იაკობი

დღეს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ, შეკრებილ მრევლს და სასულიერო პირებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
“პატრიარქი გვიჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით…
ერთადართი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამათმთავარი, ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია და სხვები თუ, მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებს ხალხის გარეშე, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და მიუძღვებოდა ქრისტეს ლაშქარს და თქვენ ხართ ქრისტეს ლაშქარი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.” – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.