ჩვენი პოლიტიკურ ძალა კოალიციაში შესვლას არავისთან აპირებს, მაგრამ დეკლარაციას ხმების დაცვის შესახებ ხელს მოვაწერთ – დავით ჭიჭინაძე

ჩვენი პოლიტიკურ ძალა, „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“, კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძის თქმით, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკმაოდ მძიმე წარსული აქვს, ხალხს კი ცლილებები სჭირდება.
“ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა.
ეს არაერთხელ მითქვამს და ჩემს სიტყვას არ გადავალ.
თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.