“ჩვენი პროდიუსერი ლელა რევიშვილი კორონავირუსის გამო მთელი დღეებია…” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ჩვენი პროდიუსერი ლელა რევიშვილი კორონავირუსის გამო მთელი დღეებია, ბოლთას სცემს. არაამქვეყნიურმა შიშმა შეიპყრო. საკმარისია, რამდენიმე ადამიანმა თავი მოიყაროს ოთახში, შეუმჩნევლად გადაინაცვლებს აივანზე და ჩაფიქრებული დადის წინ და უკან. იმერეთში ხშირად მინახავს მსგავსი სურათი. სახლში რომ მიცვალებული ასვენია, კართან ყოველთვის ვიღაც დგას ზუსტად ასე და ოდნავ თავდახრილი, ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითით ნერვიულად გადაადგილდება აქეთ-იქით, ოთახში არ შედის, რაღაცაზე ნერვიულობს, იმდენად მკვდარზე არა, რამდენადაც ვალზე, რომელიც ამ მკვდარს გაჰყვა ან იმაზე, რამდენი ექნება შესატანი. აი, ზუსტად ამ პოზაში ვხედავ ყოველდღიურად ლელას” – წერს ვახო სანაია.