“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა” – ოცნების დეპუტატი არველაძე

პარტია ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე ამბობს, რომ ბავშვები საქართველოში არ შიმშილობენ, ასე უპასუხა მან მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. კითხვა სიღარიბეს შეეხებოდა.
“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ… მე ვერ ვიჯერებ, რომ [ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ]… თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა”, — განაცხადა არველაძემ .
UNICEF-ის მონაცემებით საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.