“ჩვენ ილია ჭავჭავაძე მოვკალით! ნუ მოვკლავთ მეორე ილიასაც” – შალვა კეკელიას ემოციური ქადაგება(ვიდეო)

დეკანოზმა შალვა კეკელიამ წირვის შემდეგ იქადაგა. ქადაგებისას დეკანოზი პატრიარქს და მის წინააღმდეგ არსებულ ცილისმწამებლურ კამპანიას შეეხო. მისი თქმით, ქართველებმა მოკლედ ილია ჭავჭავაძე და ახლა თავისი საქციელით ილია მეორესაც კლავენ.
“აღდგომის შემდეგ ყველა და ყველაფერი გაჩუმდა სალაპარაკო, რომ აღარააქვთ . დამთავრდა კორონავირუსი და პატრიარქი გახადეს თემა უცებ. ესეთი ჯოჯოხეთური ტკივილები რაც წმინდა გიორგიმ გაიარა, იგივეს გადის ჩვენი პატრიარქიც, ჩვენი სიტყვებით, ჩვენი საქციელით, ჩვენი უგულობით. არაა აუცილებელი ადამიანს მაინცდამაინც ტყვია ესროლო. ჩვენ ილია ჭავჭავაძე მოვკალით! ნუ მოვკლავთ მეორე ილიასაც” – განაცხადა შალვა კეკელიამ.