“ჩვენ ფეხს არ მოვიცვლიდით არასდროს.. სულ აქ გვინდა.. აქ გვინდა სიკვდილიცა და სიცოცხლეც.. შუქიც და ტელევიზორიც” – მზექალი და აშექალი წინხადუდან

ნაციონალური მოძრაობის წევრი მაიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყუნებს:
მზექალი და აშექალი წინხადუდან – ხევსურეთი 🍂🍁🌞🌼
ხომ ჰგვანან ზღაპრულ არსებებს ზღაპრული სამყაროდან?..🙂🧡💚
…….
80 წელს მიტანებული მზექალი და აშექალი მთის ფერდზე იდგნენ და შორს დურბინდით იცქირებოდნენ..– რას უქცერთ მეთქი?.
– შვილები საქონის მოსაბრუნად წავიდნენ და ველოდებითო.. თქვენ მიდით სოფელჩი და ჩვენაც მოვალთ, ნიადე თუ გავაგებიებთ მთავრობას, რომ აქაობას ხალხ კიდევ ცხოვრობს და შუქ ჩვენაც გვინდაო..მზექალს და აშექალს, რაც თავი ახსოვთ, წინხადუში შუქი არ ჰქონიათ. ერთი ძველი ლამფა აქვთ და უფრთხილდებიან, რომ არ გატყდეს.. „არც საშოარია და უჩინში დავრჩებითო”..
უშუქოდ მყოფი სოფლების ჩამონათვალი მთავრობას მუნიციპალიტეტის მერიებმა და USAID-ის საქართველოს ოფისმა მიაწოდეს.. სოფელი წინხადუ მერიის თავდაპირველ სიაში იყო, საბოლოოდ კი სიაში აღარ აღმოჩნდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ მზის ელექტროსადგურები უშუქო სოფლებში მხოლოდ მუდმივად მცხოვრებლებს გადაეცემათ.
დარდობენ მზექალი და აშექალი:
„მინდოდა, რომ ცოტა ხანს, ერთ წელ მაინც შამეხედ ტელევიზორისადაც და შუქისადაც გვქონიყო.. დაიცლება ეს სოფელიც. 9 თვე რომ ვუძლებ აქ, უშუქობას და უგზოობას, შენ, სახელმწიფო რით მიწყობ ხელს?.. მუდმივად მცხოვრებლები უნდა იყვნეთაო, აქ უნდა იყვნეთაო. ზამთარშიაცაო, ზაფხულშიაცაო, მაშინ გექნებისთ შუქიო, თუ არა, არაო… მთელი ზამთარი აქ ვერ იქნები, როგორ? აქედან გზა რომ ჩაიკეტება, ვერ გახვალ.. ავად რომ გახდე, ექიმ ხომ გინდა?.. ამიტომ ვტოვებთ ზამთარში სამი თვე აქაურობას.. თორემ ჩვენ ფეხს არ მოვიცვლიდით არასდროს.. სულ აქ გვინდა.. აქ გვინდა სიკვდილიცა და სიცოცხლეც.. შუქიც და ტელევიზორიც”..
#მთისამბები
ჩემი საქართველო..
