“ჩვენ წინაშე ხელისუფლების ცვლილების ამოცანა კი არ დგას, არამედ პუტინის სამსახურში ჩამდგარი პოლიტიკური ძალის მმართველობიდან ჩამოშორება!” – ბაჩუკი ქარდავა

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ე.წ. პრეზიდენტი ოკუპანტს ემსახურება, უმრავლესობის ლიდერები მოღალატეობრივ განცხადებებს აცხობენ აგვისტოს ომზე, დიქტატორის კარიკატურა ივანიშვილი უკვე პირდაპირ ასრულებს პუტინის დირექტივებს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ციხეში სვამენ, შსს მინისტრი კრემლიდან დაინიშნა. ის, რაც ვერ მოახერხა პუტინმა 2008 წლის აგვისტოში, განახორციელა 2012 წლის ოქტომბერში. ასე, რომ ჩვენ წინაშე ხელისუფლების მორიგი ცვლილების ამოცანა კი არ დგას, არამედ პუტინის სამსახურში ჩამდგარი პოლიტიკური ძალის მმართველობიდან ჩამოშორება!