“ჩიპების და რაღაცების სჯერა ხალხს და ვირუსის არსებობის – არა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინა კიდევ კარგახანს ვერ იქნება და კორონას საფრთხე ისევ არსებობს.
„ბევრი სხვადასხვა ცენტრი არის მსოფლიოში, რომელიც ამზადებს ვაქცინას, უკვე მზადაც აქვთ და გამოცდაც მიმდინარეობს. მოგეხსნებათ, გამოცდის რამდენიმე ფაზაა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა მგონია, ვაქცინა რეალურად გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე ზამთარზე ადრე და ეფექტიანი ვაქცინა მანამდე ხელმისაწვდომი იყოს. წამალი შეიძლება უფრო ადრე გქვონდეს.
ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავდებების დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება“, – ამბობს პაატა იმნაძე გადაცემა „ანატომიაში“ ჩართვისას .