“ციტატები გახარიასადმი 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილიდან… ეს “ქართული ოცნების” განაჩენია”

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ციტატები გახარიასადმი 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილიდან.
ეს “ქართული ოცნების” განაჩენია.
“შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე, საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება.”
“უახლესი ინფორმაციით, Facebook-მა წაშალა ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც ქართული ოცნების მიერ იყო დაფინანსებული. ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტი-დემოკრატიულ, ანტი-დასავლურ სენტიმენტებს, უბრალოდ, მიუღებელია. “
“გვაშფოთებს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დანიშნული პროკურორები ძველ სამართლებრივ საქმეებს ანახლებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს, შესაძლოა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც წამყვანი პოლიტიკოსების, მედიის მფლობელების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება”.
“ჩვენ ამ წუხილებს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას.”