“ცნობილი იყო, რომ ამ ცხედართა ნაწილი მუსლიმი იქნებოდა… წესი მაინც ქრისტიანულად უნდა აეგოთ…”

გირჩის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გამოვაქვეყნდა სია სადაც სახელ გვართა აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია.
ჩემი ბევრი მეგობრის მამა, ბაბუა, ბიძა და ნათესავი წერია ამ სიაში, რომელიც 100% ცნობილია, რომ მუსლიმები იყვნენ.(ანუ ეს საკითხი საკამათო არაა).
ის კი არა, ნაწილი ზუსტად იმიტომ დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა, რომ ისინი მუსლომები იყვნენ.
ანუ, ასე თუ ისე ცხედრების ამომსვენებელთათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ ცხედართა ნაწილი მუსლიმი იქნებოდა.
ხო და ამ დროს რა ხდება:
ცხედრები იქნა ნაპოვნი ისე, რომ თითქოს სახელმწიფომ არაფერი იცოდა.
ამოსვენებულიც იქნა ისე, რომ თითქოს ვერც ამ დროს ვაიგო სახელმწიფომ რამე.(არა და აჭარა იმ დროინდელი მთავრობის თავმჯდომარე აშკარად ჩანს სურათებში).
ამოსვენების, ეტაპზეც, სახელმწიფოს შესაბამისი სპეციალისტები არ ჩართულან.
არც დნმ-ანალიზები ჩატარებულა ანუ შესაბმისად არც მათი ვინაობა დადგენილა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხედრებს წესი მაინც ქრისტიანულად უნდა აეგოთ და მაინცა და მაინც საპატრიარქოს კუთვნილ მიწაში უნდა დასაფლავდნენ.
ხო, და აი გამაგებინეთ, რა ტიპის სახელმწიფოს მოქალაქე ვარ?!
და კიდე ვინც ალკოჰოლს ეტანებით, ტოლერანტობის სადღეგრძელოს დალევა არ დაგავიწყდეთ დიდი ყანწებით.