“ძალიან დიდი ყ*ეები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გლოვოს კურიერის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება.
” უკაცრავად, როდის გახდა სრულწლოვანის მიერ მეორე სრულწლოვანისთვის კომპლიმენტის, გინდაც სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების შემცველის, გაკეთება დანაშაული? გერევათ, ქაჯებო, ეგ სამსახურებრივად დაქვემდებარებულების იძულება არ შეიძლება მათი სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით. ააა, თუ ზოგადად კურიერმა, ოფიციანტმა, სახლში დამლაგებელმა, მუშებმა და სხვა “მოსამსახურეებმა” ანუ “ქვემდგომმა რასამ” არც კი უნდა გაბედოს? ძალიან დიდი ყლეები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ. ვინც ეგ პასუხი დაუბრუნა და მერე გამოუქვეყნა, იმას ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არა აქვს. ტელეფონით მიწერა ტიპმა, სახლში არც კი უთხრა. სუფთა ის შემთხვევაა, “კურიერმა როგორ გამიბედა” ” – წერს ნიკა გვარამია.